საქართველოს მეწარმეობის ცენტრის გახსნა

28 ოქტომბერი 2019 - 28 ოქტომბერი 2019
Share

საქართველოში ბრიტანეთის მოწინავე Henley Centre for Entrepreneurship-თან პარტნიორობით მეწარმეობის ცენტრი იხსნება. მეწარმეობის ცენტრის პრეზენტაცია 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ჩატარდება.  

ქვეყანაში არსებული ყველა სტარტაპისთვის, მცირე და საშუალო მეწარმესთვის ცენტრის პროგრამებში მონაწილეობა უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი.
სტარტაპ ბუთქემფები, ტრენინგები, ვორკშოფები, ჰაკათონი, მეწარმეობის რეგიონალური კვლევა და მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის უზრუნველყოფა, მეწარმეობაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს შექმნა და ციფრული საწარმოების მხარდაჭერა - არის ცენტრის მიერ გაცხადებულ მიზნებს შორის.

პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი" პროგრამის ფარგლებში.