გია ბუღაძის ლექცია „ჯორჯო დე კირიკო - მულტიკულტურული ფენომენი"
25 მაისს, 16:30 საათზე, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის ფარგლებში, გია ბუღაძე წაიკითხავს ლექციას: „ჯორჯო დე კირიკო - მულტიკულტურული ფენომენი".
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, 27 მარტიდან 27 მაისამდე, წარმოგიდგენთ მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის - ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია!
ლექციის ჩატარების დრო: 16:30
ლექციის ჩატარების ადგილი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11.
ღონისძიების მედიაპარტნიორია Artarea/Tv2.0.
არ გამოტოვოთ!
გამოფენის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა.