გია ბუღაძის ლექცია ,,მიქელანჯელო - ცხოვრება და შემოქმედება"
10 მარტი 2018 - 10 მარტი 2018
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლის რიგით მეორე ლექციას, რომელიც ეძღვნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა".
10 მარტს, 15:00 საათზე, მხატვარი გია ბუღაძე წაიკითხავს ლექციას მიქელანჯელოს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.
ლექციათა ციკლის მედიაპარტნიორია Artarea/Tv2.0
ვრცლად გამოფენის შესახებ: http://bit.ly/2secdbX