ლექცია ,,უნივერსალური ღირებულებები კარავაჯოს შემოქმედებაში და ანტიკური ეპოქის საქართველოში"
საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ანტიკური კულტურის მკვლევრის ნინო ლორთქიფანიძის საჯარო ლექციაზე: ,,უნივერსალური ღირებულებები კარავაჯოს შემოქმედებაში და ანტიკური ეპოქის საქართველოში". ლექციაზე განხილული იქნება, თუ როგორ გარდაიქმნება ბერძნული მითოლოგიური სიუჟეტები უნივერსალურ ღირებულებებად სხვადასხვა ეპოქაში.
ნინო ლორთქიფანიძის ლექციით დასრულდება გამოფენის ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" ფარგლებში გამართული ლექციათა ციკლი.
ლექციის შემდეგ, ალექსანდრე ჩიჯავაძე შეასრულებს ბახის ჩელოს სუიტებს.
ლექციის დრო: 29 ნოემბერი, 17:00 საათი
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.
დასწრება თავისუფალია!