ქართული ღვინის ეროვნული კოკურსის დაჯილდოება
10 მაისს 20:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის სინონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი დაჯილდოების ცერემონიალი.
ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს ქართული ღვინის წარმოებაში ხარისხის ზრდასა და ღვინის კულტურის დამოხმარების პოპულარიზაციას. სიამოვნებით აღვნიშნავთ უაღრესად დადებით ტენდენცია ორივე მიმართულებით, და ვფიქრობთ ამაში ჩვენმაკონკურსმაც შეიტანა თავისი მოკრძალებული წვლილი.
კონკურსში მონაწილეობდა 31 ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელი კომპანია. გამარჯვებულ ღვინოებს გადაეცემათ გრანპრი, ოქროს, ვერცხლის მედლები და დიპლომები.
ღვინის უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლინა გამარჯვებულ ქართულ ღვინოებს სხვადასხვა ნომინაციებში. ჟიურის შემადგენლობა: თავმჯდომარე: ანა გოდაბრელიძე (საქართველო). წევრები: ნატაშა ჰიუზი (დიდი ბრიტანეთი), ჯონ სალვი (დიდი ბრიტანეთი), ვოჟეკ ბოსაკი (პოლონეთი), ალექს ბისლერი (გერმანია) და გიორგი სამანიშვილი (საქართველო).
კონკურსის ორგანიზატორია „ღვინის ისტორიის ფონდი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ღონისძიება ტარდება ქ. თბილისის მერიის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - “საქპატენტის“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ''ღვინის კლუბი - მარანის“ მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციაკონკურსის პირობების, ნომინაციების და ჟიურის შემადგენლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონულ მისამართზე:www.winecompetition.ge
მისამართი: რუსთაველის გამზირი #3.