მუზეუმის კვირეული: ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია

19 მაისი 2017 - 19 მაისი 2017
Share

2017 წლის 19 მაისს, 16:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება მხატვარ ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია. 

მხატვარი ისაუბრებს ხელოვნების რაობის, ფერწერის სამეტყველო ენისა და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ურთიერთმიმართების, აგრეთვე ჰარმონიის ძიების, როგორც პროტესტის ახალი ფორმის საკითხებზე. 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11