ქართული ფოტოგრაფიის დღე

25 მაისი 2016 - 25 მაისი 2016
Share

საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოება ქართული ფოტოგრაფიის დღის აღსანიშნავად აარსებს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც 2016 წლიდან ყოველი წლის 25 მაისს ჩატარდება.

2016 წლის 25 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ქართული ფოტოგრაფიის დღისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ფოტოგრაფიული მიმართულებები". საკონფერენციო მოხსენებებს წარადგენენ გია ბუღაძე, ლიკა მამაცაშვილი, ლელა ფირალიშვილი, ნათია წულუკიძე და ხათუნა ხაბულიანი.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაში მიმდინარე პროცესები, არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. დისკუსიაში  მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ფოტოგრაფები, მკვლევარები, კურატორები, გალერისტები, ფოტოკონკურსებისა და ფოტოფესტივალების ორგანიზატორები, ფოტოსააგენტოების ხელმძღვანელები, სახელოვნებო მიმართულების მქონე ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების, სხვადასხვა ფონდების წარმომადგენლები, ჟურნალების რედაქტორები და ედიტორები, ჟურნალისტები და სტუდენტები.

18:00 საათზე, გალერეა „კონტეინერში" (რადიანის ქ. 10) გაიმართება პირველი ქართველი ფოტოკონცეფტუალისტის ბორის შავერდიანის გამოფენა  „იისფერი ჯებირი", რომელზეც წარმოდგენილი იქნება შავერდიანის უცნობი ფოტოსერია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11 

პროგრამა

ფოტოგრაფიული მიმართულებები 11:00 საათი                     

გია ბუღაძე - „გამოსახულება და მისი ეპოქალური ტრანსფორმაცია".

ლიკა მამაცაშვილი - „პირველი ქართველი ფოტოგრაფი - ალექსანდრე როინაშვილი".

ლელა ფირალიშვილი ­- „ფოტო, როგორც კულტურის აგენტი".

ნათია წულუკიძე - „სინამდვილისა და სიმართლის დაპირისპირება ფოტოგრაფიაში".

ხათუნა ხაბულიანი - „წარმოსახვითი თავისუფლება და ფოტოგრაფია: ჯეფ უოლის ნამუშევრები".

შესვენება - 14:00 საათი
დისკუსია - 15:00 საათი
ფოტოგამოფენა - 18:00 საათი

მოდერატორი: ნათია წულუკიძე