საჯარო ლექცია გამოფენის "გაცოცხლებული ისტორია" ფარგლებში

07 მაისი 2016 - 08 მაისი 2016
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საჯარო ლექციები მიმდინარე გამოფენის „გაცოცხლებული ისტორია" (როტშილდის ფონდის მხარდაჭერით რესტავრირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების გამოფენა) ფარგლებში. ლექციებს წაიკითხავს ამავე გამოფენის კოორდინატორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლელა წიწუაშვილი. 

*7 მაისი, 15:00 საათი - იუდაიზმი ხელოვნებაში
ლექციაზე მიმოხილული იქნება იუდაიზმის განვითარების ისტორია მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაში; ისტორიულად განვითარებული ტრადიციული თემატიკა; იუდაიკის სპეციფიკა და გამოხატვის თავისებურებანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ებრაულ დიასპორაში. 

*8 მაისი, 15:00 საათი - ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
ლექციაზე საუბარი იქნება ებრაელთა ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში; ეროვნული მუზეუმის კოლექციების ისტორიაზე; მიმოხილული იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების რესტავრაციის პროცესი; კოსტიუმების ისტორია; მხატვრების შალომ კობოშვილისა და დავით გველესიანის შემოქმედება; ექსპონირებული ნამუშევრების მიხედვით მომხსენებელი ისაუბრებს ებრაული რელიგიური, რიტუალური და ეთნოგრაფიული თავისებურებების შესახებ საქართველოში. 

დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:http://goo.gl/QUTseh