დისკუსია ,,დიალოგი წლებს მიღმა (მოგონებები, ახალი რაკურსი)"

28 თებერვალი 2016 - 28 თებერვალი 2016
Share

2016 წლის 28 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ღია დისკუსიაზე, რომელიც ახალგაზრდა მხატვრის, გიგა დათუაშვილის (1976-2000) გამოფენის ფარგლებში გაიმართება. 

დისკუსიას ,,დიალოგი წლებს მიღმა (მოგონებები, ახალი რაკურსი)" გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე ასმათ ოქროპირიძე. ასევე, მოწვეულნი არიან დიმიტრი თუმანიშვილი, დათო სულაკაური, ზვიად ბერიძე, ნათელა არველაძე, ნოდარ არონიშიძე და სხვანი.

დისკუსიის ფარგლებში საუბარი იქნება გიგა დათუაშვილის მხატვრობაზე, ტექსტებსა და  ჩანაწერებზე.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.