მუზეუმის კვირეული: ფიროსმანის დღე
20 მაისი 2015 - 20 მაისი 2015
საქართველოს ერონული მუზეუმის ინიციატივით ამიერიდან ყოველ მაისს „ნიკო ფიროსმანის დღე" აღინიშნება.
წელს „ფიროსმანის დღე" მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 20 მაისს 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.
„ფიროსმანის დღე" წარმოადგენს სახალხო და ამავე დროს საერთაშორისო საზეიმო სიმბოლურ აქციას, რომელიც გათვალისწინებულია ყველა ასაკის სტუმრისათვის.
- გალერეაში მოსულ სტუმრებს ფიროსმანის „გაცოცხლებული" პერსონაჟები უმასპინძლებენ.
- ბავშვებისა და მოზარდებისათვის გაიმართება შემეცნებით-სახალისო აქტივობები, სადაც ისინი დახატავენ ფიროსმანის ტილოების მიხედვით, ააწყობენ ფაზლებსა და გააცოცხლებენ მხატვრის პერსონაჟებს.
- „ფიროსმანის დღეს'' საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და საქართველოს რეგიონები გამოეხმაურნენ; ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მათ მიერ გამოგზავნილი მისალოცი ვიდეო-რგოლები.
- ,,ფიროსმანის დღის" მთავარი დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება ასობით წითელი საჰაერო ბუშტის ცაში ერთდროულად გაშვება.
ღონისძიება საჯარო ხასიათისაა და მოწვეული სტუმრების გარდა დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იქნება.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11