კოსტიუმირებული დღესასწაული „მუზეუმთან ახლოს“

22 მაისი 2011 - 22 მაისი 2011
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი  და საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლის 22 მაისს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში წარმოგიდგენთ სტუნდენტურ ღონისძიებას  „მუზეუმთან ახლოს“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ (რეჟისურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის) სტუდენტები. კოსტუმირებული მონაწილეები შვიდ საექსპოზიციო ეზო სხვადასხვა დღესასწაულებსა და წეს ჩვეულებებს გაითამაშებენ. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება ქართული ლეგენდებისა და თქმულებების მოტივებზე შექმნილი თექისა და ბეწვეულის ნაწარმის გამოფენა.

პროექტის „მუზეუმთან ახლოს“ მიზანია – დავიწყებული ისტორიული სანახაობითი კულტურისა და დღესასწაულების აღდგენა და სანახაობითი ღონისძიების გზით სხვადასხვა თაობის დამთვალიერებლის ჩართულობა.

ღონისძიება ხორციელდება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის“ ფარგლებში

 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზატკეცილი 1