პროექტი „გამიცანი“

31 ოქტომბერი 2014 - 31 ოქტომბერი 2014
Share

ოქტომბერი - დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის თვე

2014 წლის 31 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, პროფესიონალ მხატვრებსა და სახელმწიფოს პირველ პირებს, შემოქმედებით საღამოზე, სადაც მოწვეული სტუმრები შექმნიან ერთობლივ ნახატებს.

ოქტომბრის თვე მსოფლიოში დამკვიდრებულია დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის თვედ. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებით ცხოვრებაში და მისდევენ სპორტს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, ისევე როგორც სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა, ჯერ კიდევ რთულია. ისინი ყველაზე მეტად სტიგმატიზირებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ღონისძიების მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დაიცვას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. კავშვირი „ჩვენი ბავშვები", საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს დიასპორის საკითხთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს - „გამიცანი", დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

ღონისძიება გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, რუსთაველის გამზირი 11.

-ამიცანი

-მ ქვეყნად ყველა 800 ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება

-სოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეყოლოს შვილი დაუნის სინდრომით

-ცოდე, დაუნის სინდრომი დაავადება კი არა გენეტიკური ცვლილებაა

-ხოვრებაში მე ისეთივე უფლებები მაქვს როგორიც შენ

- მიტომ ჩემი უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული ,როგორც შენი

-ამდვილი მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს

-ცი? ჩვენს შორის მეტი მსგავსებაა ვიდრე განსხვავება.