საჯარო ლექცია ,,ფოტოგრაფია - არსი და მისია”

23 აპრილი 2014 - 23 აპრილი 2014
Share

2014 წლის 23 აპრილს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გიწვევთ ნათია წულუკიძის ღია ლექციაზე ,,ფოტოგრაფია - არსი და მისია".

ლექცია-მოხსენების მიზანია პირველად,117 წლის შემდეგ აღინიშნოს 1897 წლის 23 აპრილი - თარიღი, როდესაც კავკასიაში პირველი ფოტოგამოფენა თბილისში, სამხედრო-ისტორიული მუზეუმის შენობაში (ამჟამად დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა) მოეწყო.

მოხსენებაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება მნიშვნელოვანი ფოტოები და ფაქტები ქართული ფოტოგრაფიის ისტორიიდან და საუბარი იქნება ფოტოგრაფიის არსსა და მისიაზე.

ნათია წულუკიძე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახლავთ. მას გამოცემული აქვს წიგნი ,,ქართული ფოტოკონცეფტუალური ხელოვნება - მხატვრობისა და ფოტოგრაფიის სინთეზი".

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.