საჯარო ლექცია ,,იუდაიზმი მსოფლიო ხელოვნებაში და ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა"

16 იანვარი 2014 - 16 იანვარი 2014
Share

2014 წლის 16 იანვარს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ საჯარო ლექციაზე ,,იუდაიზმი მსოფლიო ხელოვნებაში და ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა". 

ლექცია მოიცავს მსოფლიო ხელოვნებაში იუდაიზმის ისტორიულ მიმოხილვას, ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის თავისებურებას და მნიშვნელობას. ლექციაზე განხილული იქნება ებრაული კოლექციის ისტორია, ექსპონატების შინაარსი, ტრადიციული, რელიგიური თუ რიტუალური განმარტებები. 

ღონისძიება ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე ებრაული კოლექციების ამსახველი გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო დარბაზში. 

ლექციას წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გამოფენის ავტორი და კურატორი ლელა წიწუაშვილი.
ღონისძიება 17:30 საათამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.