ხალხური რეწვის გაკვეთილები 2013

25 აგვისტო 2013 - 24 ნოემბერი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 24 აგვისტოდან ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე გიწვევთ ხალხური რეწვის ღია გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება.

საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

ხალხური რეწვის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ მჭედლობას და სხვ.

წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება უფასოა.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 2 729 046 ან 599 363 680 

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1.