კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, მერილინ კელი-ბუჩელატის ლექცია

10 ივლისი 2013 - 10 ივლისი 2013
Share

10 ივლისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზესაქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, მერილინ კელი-ბუჩელატის ლექცია


მერლინ კელი-ბუჩელატი არის კოტსენის არქეოლოგიის ინსტიტუტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს ანჯელესი, აშშ) პროფესორი. იგი მუშაობს წინა აზიის არქეოლოგიაში. მისი კვლევის ინტერესია სირია-მესოპოტამია და მისი ურთიერთობა აღმოსავლეთ ანატოლიისა და კავკასიის რეგიონებთან. იგი მუშაობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ძეგლზე, ტელ მოზანი/ურქეში.


მისამართი: ფურცელაძის ქ. 1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია