ოქრო საქართველოში
2013 წლის 7 მაისს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბოხუმის სამთო მუზეუმი და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ პროექტის - ,,ოქრო საქართველოში" პრეზენტაციას.
მოხსენება ეხება ბოლნისში, ადგილ საყდრისში, აღმოჩენილი ოქროს მოპოვების უძველესი კერის შესწავლისა და დაცვის პრობლემებს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკველეული უძველესი ოქროს მაღაროები და მოპოვებული 10000-მდე ქვის ურო და სამუშაო იარაღი ადასტურებს, რომ საყდრისში ოქროს მოპოვება ხელით, სამთო წესით ხდებოდა.
თავისი ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობით საყდრისის ოქროს წარმოების კერა უძველესია მსოფლიოში. მისი მნიშვნელობა საქართველოს ფარგლებს სცილდება და კავკასიის, მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებთან კულტურულ-ეკონომიკურ კონტაქტებს ასახავს.
პროექტი ,,ოქრო საქართველოში" საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ბოხუმის სამთო მუზეუმის, ბოხუმის რურის უნივერსიტეტისა და გერმანიის სამთო ტექნოლოგიების კორპორაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 2007 წლიდან მიმდინარეობს.
პროექტი დაფინანსებულია ფოლკსვაგენის ფონდის, გერმანიის სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მიერ.
მომხსენებლები:
პროფესორი დავით ლორთქიფანიძე და მეცნიერებათა დოქტორი ირინე ღამბაშიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
პროფესორი თომას შტოლნერი (ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმი / რურის უნივერსიტეტი).
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.