არქეოლოგიური სესია

29 აპრილი 2013 - 02 მაისი 2013
Share

2013 წლის 29 აპრილიდან, 2 მაისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის 2012 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სესიას. 

 

პროგრამა

 

29 აპრილი, ორშაბათი, დასაწყისი 11 საათზე.

1. სესიის გახსნა- საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი: დავით ლორთქიფანიძე.

2. არქეოლოგიის ცენტრის 2012 წლის მუშაობის ძირითადი შედეგები - ზ. მახარაძე.

3. ყორღანების შესწავლა ლაგოდეხში - ზ. მახარაძე, ბ. მურვანიძე.

4. ქართული არქეოლოგიური მისია კუვეიტში - ზ. მახარაძე, გ. კვირკველია.

 

30 აპრილი, სამშაბათი, დასაწყისი 11 საათზე.

1. წყალტუბოს ექსპედიციის მუშაობის შედეგები (საწურბლიას მღვიმე) - თ. მეშველიანი.

2. ფარავანი I, II და ბავრა-აბლარის ეხების არქეოლოგიური გათხრები (ჯავახეთის ექსპედიციის მუშაობის შედეგები) - ან. მგელაძე, თ. აღაპიშვილი, ერ. ქორიძე, მ. გაბუნია, კ. შატენიე (საფრანგეთი).

3. არახლოს ექსპედიციის მუშაობის შედეგები - სვ. ჰანსენი (გერმანის), კ. ბასტერდ-ლამპრისი (გერმანია), გ. მირცხულავა.

4. არქეოლოგიური გათხრები მარნეულში. გადაჭრილი გორა - მ. ჯალაბაძე

5. ჭობარეთის ნამოსახლარი - კ. კახიანი, ან. საგონა (ავსტრალია), გ. ბედიანიშვილი, კ. საგონა (ავსტრალია), ელ. ყვავაძე.

6. არქეოლოგიური გათხრები ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე - დ. კაჭარავა, დ. ახვლედიანი, კ. მესერეი (შვეიცარია).

7. არქეოლოგიური გათხრები და დაზვერვები ქუთაისსა და მის მიდამოებში - ომ. ლანჩავა,  რ. ისაკაძე.

8. ხაშურის ნაცარგორა - ბ. მურვანიძე, ელ. როვა (იტალია).

 

1 მაისი, ოთხშაბათი, დასაწყისი 11 საათზე.

1. არქეოლოგიური გათხრები ნარდევანსა და ოზნიში - გ. ნარიმანიშვილი.

2. არქეოლოგიური გათხრები გლდანსა და მარნეულში - დ. მინდორაშვილი. 

3. არქეოლოგიური გათხრები აბულმუგში - ირ. ღამბაშიძე.

4. თრელის არქეოლოგიური ძეგლების კვლევა-ძიება - მ. აბრამიშვილი.

5. არქეოლოგიური გათხრები არმაზციხეზე - ვ. ნიკოლაიშვილი, გ. გიუნაშვილი, გ. მანჯგალაძე, ლ. ფავლენიშვილი.

6. არქეოლოგიური გათხრები ალავერდის მონასტრისა და სამთავისის.   ეკლესიის ტერიტორიაზე - გ. მახარაძე.

7. არქეოლოგიური გათხრები თხოთის მთაზე - დ. ბერიკაშვილი.

 

 

2 მაისი, ხუთშაბათი, დასაწყისი 11 საათზე.

1. არქეოლოგიური სამუშაოები ხობის რაიონში (ყულევი, ბია) - რ. პაპუაშვილი.

2. ნოქალაქევის ექსპედიცია - დ. ლომიტაშვილი, ნ. მურღულია, მ. ბოკერია.

3. ლეჩხუმში (ცხეთა-დეხვირი) ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები - ნ. სულავა.

4. ოზურგეთის ძველი აბანოს გათხრები - ვ. სადრაძე

5. ჩოლოქ-ნატანების აკვატორიაში აღმოჩენილი ელინისტური ხანის ჩაძირული გემის ნაშთები - ამ. კახიძე, ნ. მგელაძე.

6. ფიჭვნარის ძვ.წ. IVს-ის კოლხურ და ბერძნულ სამაროვნებზე განხორციელებული კვლევა-ძიების შედეგები - ამ. კახიძე, ნ. ძნელაძე, თ. შალიკაძე, მ. თურმანიძე.

7. ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარცხმიდან - გ. ჩხატარაშვილი.

8. ყვარლის "დურუჯისპირა" ბაზილიკაზე  ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები - ნ. ბახტაძე

 

 

სესია ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის

არქეოლოგიის ცენტრის დარბაზში,  მე-2 სართულზე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა, 14.