,,არქეოლოგიური საუბრები”

13 მარტი 2013 - 24 აპრილი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭო  2013 წლის მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ საჯარო სხდომებს „არქეოლოგიური საუბრები".

დასწრება თავისუფალია !

დასაწყისი  12:00 საათზე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ.14, II სართული. საკონფერენციო დარბაზი.

 პროგრამა:

13 მარტი

  • ”დარღვეული სამარხის ნაშთები ზესტაფონიდან” - მ. ფირცხალავა, ო. ლანჩავა
  • ”ყობანური ძეგლების სამარხთა კონსტრუქციის საკითხისათვის” - ნ. გობეჯიშვილი
  • ”ერთი საყურადღებო ხის ჭურჭელი კოლხეთიდან” - ლ. ჯიბლაძე, რ. კვირკვაია

20 მარტი

  • ”შოთა ჩართოლანი სვანეთის სიძველეების მკვლევარი" - მ. ცინდელიანი
  • ”ცაგერის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციები (ცაგერის ისტორიული მუზეუმი: ლეჩხუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. პროექტის პრეზენტაციის შესახებ)" - ნ. სულავა, ნ. ოქრუაშვილი

27 მარტი

  • ”შიდა სავაჭრო ურთიერთობები და ლოკალური მონეტის პრობლემა ელინისტური ხანის კოლხეთში” - ნ. მათიაშვილი
  • ”კოლხეთის უძველესი ოქრო” - რ. პაპუაშვილი

3 აპრილი

  • ”გონას სამაროვანი. ეძღვნება გურამ გაბიძაშვილის ნათელ ხსოვნას.”- ვ. შატბერაშვილი, დ. სულხანიშვილი
  • ”ხელსაფქვავები არუხლო I-ის ნამოსახლარიდან” - ჯ. აბულაძე
  • ”ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისიდან”. წიგნის პრეზენტაცია - კ. კახიანი, გ. ჭანიშვილი, ჯ. კოპალიანი, კ. მაჩაბელი, ზ. ალექსიძე, ელ. ღლიღვაშვილი

10 აპრილი

  • ”ძველი კოლხეთის ოქრომჭედლობის ძეგლებში აქემენიდური მოდელის არსებობის შესახებ” - ან. ჭყონია
  • ”ირმის რქის იარაღები არუხლო I-ის ნამოსახლარიდან” - დ. ჟვანია

17 აპრილი

  • ”თქმულებები ალევის სამების მონასტრის შესახებ და ამ ძეგლის არქეოლოგიური კვლევის შედეგები” - ნ. ბახტაძე
  • ”შუასაუკუნეების აკლდამა ორმოცმოწამეთას ტერიტორიაზე” - ვ. ჩიხლაძე, მ. ძნელაძე

24 აპრილი

  • ”ცხოველი და კულტმსახურება” - გ. გოგოჭური, ირ. ბერძენიშვილი
  • ”საქართველოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის უძველესი კავშირების შესახებ” - გ. მირცხულავა, გ. ჩიქოვანი.