ეთნოგრაფიული ფილმების რეტროსპექტივა
2012 წლის 20 და 21 ნოემებრს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ ქართული ეთნოგრაფიული ფილმების რეტროსპექტივას.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კინო-ფოტო ფონდში დაცულია გასული საუკუნის 60-70 წლების ეთნოგრაფიული შინაარსის ძალიან საინტერესო კინო-მასალა, რომელიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრებასა და რელიგიურ დღესასწაულებს. ფონდში აგრეთვე ინახება 1929 და 40-50 წლებში გადაღებული კინოფირები.
აღნიშნულ ფილმებს ფართო საზოგადოება პირველად იხილავს მუზეუმის აუდიტორიაში.
20 ნოემბერი, 2012
17:00 - ფილმი "თუშეთი"
18:15- ხევსურეთი 1929-1945 წწ.
ტრადიციული წესით დამზადებული ქართული ყველის დეგუსტაცია
21 ნოემბერი, 2012 - დასწრება თავისუფალია
13:00 - ფილმი "ყველიერი საქართველოში"
13:50 -ფილმი "ხევსურეთი"
15:00 - ფილმი "ფშავი"
16:00 - ფილმი"მთიულეთ-გუდამაყარი"
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.