ჩატარებული ღონისძიებები

19 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: საგანმანათლებლო პროგრამა "მერანი"

18-25 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს. 19 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში და ლადო გუდიაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „მერანი".
18 მაისი 2021

გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკის და გამოფენის „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“ პრეზენტაცია

18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმში, რომელიც რეგიონის ტურისტულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს, მედიათეკის და გამოფენის „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“ პრეზენტაცია გაიმართა.
18 მაისი 2021

BTU და საქართველოს ეროვნული მუზეუმი Centrica-ს მასტერკლასს უმასპინძლებენ

ფლორენციის უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, წამყვანი იტალიური ტექბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასს გამართვავს. მასტერკლასი სახელწოდებით „A Digital Experience with Art & Culture" ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, 2021 წლის 18 მაისს გაიმართება.      
18 მაისი 2021

მუზეუმის ფესტივალი 2021: 18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე!

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია. თითოეულ მუზეუმში გთავაზობთ კურატორის ტურები და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები.
18 მაისი 2021

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021 - პროგრამა

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს 18-25 მაისს, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ მუზეუმებში გაიმართება კურატორის ტურები, საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაცია,მოეწყობა საჯარო ლექციები და გაიხსნება დროებითი გამოფენები. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.
11 მაისი 2021

მარიკა ჯიქიას ლექცია - "უნივერსალური ტენდეციები ანთროპონიმიაში"

11 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - მარიკა ჯიქია გამართავს ონლაინ ლექციას „უნივერსალური ტენდენციები ანთროპონიმიაში (წინადადება საკუთარ სახელად)".
07 მაისი 2021

ინესა მერაბიშვილის ლექცია - " ბაირონი და საქართველო".

7 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგზანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ინესა მერაბიშვილი გამართავს ონლაინ ლექციას „ბაირონი და საქართველო“.
27 აპრილი 2021

ნინო ჩიხლაძის ლექცია - „მონუმენტური მხატვრობის კონტექსტი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში"

27 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო ჩიხლაძის ლექცია - „მონუმენტური მხატვრობის კონტექსტი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში".
14 აპრილი 2021

ბექა კობახიძის ლექცია "პოლკოვნიკი სტოქსი: საბჭოთა ოკუპაციის კადრს მიღმა დარჩენილი ისტორია"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, 14 აპრილს, 16:00 საათზე, გთავაზობთ ისტორიკოსის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - ბექა კობახიძის ლექციას „პოლკოვნიკი სტოქსი: საბჭოთა ოკუპაციის კადრს მიღმა დარჩენილი ისტორია".
13 აპრილი 2021

ერმინე მაღრაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, 2021 წლის 13 აპრილს, გაიმართა ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო-საკონსერვაციო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ერმინე მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია - "ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით".
25 მარტი 2021

გიორგი მამულიას ლექცია „საერთაშორისო კონტექსტი, ისტორია და თანამედროვეობა“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი აგრძელებს ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავს. 25 მარტს, საფრანგეთის უმაღლეს საზოგადოებრივ კვლევათა სკოლის (EHESS) დოქტორი - გიორგი მამულია წაიკითხავს ლექციას „საერთაშორისო კონტექსტი, ისტორია და თანამედროვეობა".
19 მარტი 2021

ლადო გუდიაშვილის პარიზული დღესასწაული - ნინო ქავთარაძის ლექცია

ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილესა და ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორის, ნინო ქავთარაძის ლექციას - „ლადო გუდიაშვილის პარიზული დღესასწაული".