ჩატარებული ღონისძიებები

23 ივლისი 2021

ვანის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლების ვიზიტი არქეოლოგიურ მუზეუმში

შეხვედრაში მონაწილეობა საჯარო სკოლების 20-მა პედაგოგმა მიიღო. მონაწილეებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი”, რომელსაც ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 2021 წლის 18 ივლისიდან მასპინძლობს.
20 ივლისი 2021

მაია პატარიძის ლექციას - „სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“

20 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერი, ნუმიზმატი მაია პატარიძე გამართავს საჯარო ლექციას - „სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“.
20 ივლისი 2021

გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის საჩუქარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

2021 წლის 20 ივლისს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა პროფესორმა სვენდ ჰანსენმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ, ერთობლივად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დამზადებული ქსოვილი.
18 ივლისი 2021

პომპეი და ვანი - ნინო ლორთქიფანიძის ტური

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ ფარგლებში, გთავაზობთ კურატორის ტურს, რომელსაც გაუძღვება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე.
14 ივლისი 2021

შემეცნებითი გაკვეთილი ბოლნისის მუზეუმში

ბოლნისის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის სამხატვრო სტუდიის „ოპიზარი“ მოსწავლეებისთვის გაიმართა შემეცნებითი გაკვეთილი - “გერმანელების დასახლებები და საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“
06 ივლისი 2021

ტრენინგი - “მუზეუმი, როგორც განათლების კერა”

6 ივლისს, ბოლნისის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი - “მუზეუმი, როგორც განათლების კერა”.
06 ივლისი 2021

თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალი

6-8 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც ისთერნ პრომოუშენის და თიბისი კონცეპტის ორგანიზებით ტარდება.
02 ივლისი 2021

ჰენრიკ ჰრინევსკი სიღნაღის მუზეუმში - ეკა კიკნაძის ტური

2 ივლისს, 14:00 და 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში ეროვნული გალერეის მმართველი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე გამართავს შემეცნებით ტურს ჰენრიკ ჰრინევსკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
25 ივნისი 2021

ირინე გივიაშვილის ლექცია - „დავითიდან დავითამდე: პოლიტიკა და ხელოვნება“

25 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ირინე გივიაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრისა და მაქს პლანკის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერი, გამართავს ონლაინ ლექციას - „დავითიდან დავითამდე: პოლიტიკა და ხელოვნება“.
25 ივნისი 2021

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კავკასიის კარი - საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2021 წლის 25-27 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის კარი - საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე".
18 ივნისი 2021

„მონეტა როგორც ლითონის პროკლამაცია“ - მაია პატარიძის ტური

18 ივნისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერის, მაია პატარიძის ტური - „მონეტა როგორც ლითონის პროკლამაცია“.
18 ივნისი 2021

სამსონ ლეჟავას ლექცია - „კოლხური ოდა სახლი“

18 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, სამსონ ლეჟავა, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გამართავს ონლაინ ლექციას „კოლხური ოდა სახლი“.