აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზის გახსნა

29 ოქტომბერი 2017 - 06 ნოემბერი 2018
Share

2017 წლის 29 ოქტომბერს სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ექსპონატები - აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტომასალა, ფერწერული, გრაფიკული და აკვარელში შესრულებული ნამუშევრები.

ექსპოზიციის კონცეფცია, დიზაინი და ინსტალაცია, ასევე საინფორმაციო ტექსტები მომზადდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.

მუზეუმის რეაბილიტაცია და გამოფენის მოწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.