მუზეუმის კვირეული: პროგრამა

16 მაისი 2017 - 20 მაისი 2017
Share

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა!

1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. 2017 წლის თემაა - ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე". 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ კამპანიას და უკვე მე-10 წელია მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით". 

*18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია #მოდიმუზეუმში #IMD2017 #MuseumDay2017

მუზეუმის კვირეულის პროგრამა:


16 მაისი
16:00 საათი - ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
18:00 საათი - ნიაზ დიასამიძის ნამუშევრების გამოფენა ,,ქართული ანბანი". ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

17 მაისი
10:00 საათი - სამეცნიერო კონფერენცია „21-ე საუკუნის მუზეუმების გამოწვევები და მილენიუმის თაობა". საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1 
17:00 საათი - ზიგა ვალიშევსკის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1
18:30 საათი - გამოფენა ,,დიფუზიის სივრცე" პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში. ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

18 მაისი

14:00 საათი - ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
15:00 საათი - გამოფენა „XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი". ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
19:30 საათი - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედის'' კონცერტი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო, შოთა რუსთაველის გამზ. 3

19 მაისი
14:00 საათი - გამოფენა „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები". სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8 
16:00 საათი - ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

20 მაისი
10:30 - საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზა 1