კონკურსი საკურატორო გამოფენებისათვის

28 აპრილი 2017 - 28 მაისი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისათვის


კონკურსის მიზანი:

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ხელოვანებისა და კურატორებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული პროექტი
  • ერთი გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 10,000 ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით)
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე)
  • კონცეფციის ავტორი უნდა იყოს ქართველი კურატორი ან ხელოვანი
  • გამოფენაში მონაწილე მხატვრები, შესაძლებელია იყვნენ, როგორც ქართველი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
  • გამარჯვებული პროექტების კურატორებს, ექნებათ გამოფენის გამართვის შესაძლებლობა 20 ივნისიდან - 10 ივლისამდე და 26 სექტემბრიდან - 13 ოქტომბრის ჩათვლით, „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" სივრცეში
  • გალერეა უზრუნველყოფს სივრცეს და ტექნიკურ უზრუნველყოფას გამოფენის მონტაჟისა და დემონტაჟის დროს.

ონკურსის ვადები:

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2017 წლის 28 აპრილიდან  - 28 მაისის ჩათვლით;


კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კურატორის სამოტივაციო წერილი;
  • პროექტის კონცეფცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა);
  • კურატორსა და არტისტებს შორის საავტორო უფლებათა შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • მონაწილე მხატვრების ბიოგრაფიები და პორტფოლიოები;
  • გამოფენის ექსპოზიციის აღწერა და ვიზუალიზაცია;
  • შესრულების გრაფიკი;
  • დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტში უნდა აისახოს სეგმენტი);
     

განაცხადების მიღება:

  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „exhibition" მითითებით.
  • არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი არ მიიღება განსახილველად.
  • ყველა საჭირო დოკუმენტაცია 2017 წლის 28 მაისამდე უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thmcag@gmail.com
  • ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, თქვენი განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
  • 2017 წლის 28 მაისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება განსახილველად.
  • კონკურსში შემოსულ პროექტებს განიხილავს მოწვეულ ექსპერტთა კომისია.

პროგრამის კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი - 577 792 581;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 92 32 27.

 

* კონკურსი არ ითვალისწინებს მის ფარგლებში მატერიალური აქტივების შეძენას. ასევე, არ გულისხმობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

** კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ტიპის საბიუჯეტო ხარჯების მოთხოვნა: ჰონორარები (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მომზადებისათვის საჭირო მასალები, ტექნიკური მომსახურება, ბეჭდვა.

* საგამოფენო დარბაზის გეგმა