საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

28 სექტემბერი 2016 - 28 სექტემბერი 2025
Share

28 სექტემბერი ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეა! 

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად საქართველოში. მუზეუმი დაჯილდოვდა 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ღონისძიება 28 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის მუზეუმს უკვე მესამე წელია გადაეცემა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაარსების დღიდან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე გასცემს საჯარო ინფორმაციას. 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების შესაბამისად, მუზეუმში დაცული საჯარო ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე (www.museum.ge) პროაქტიული სახით და უზრუნველყოფილია ელექტრონული ფორმით ნებისმიერი პირის მოთხოვნის საფუძველზე. საჯარო ინფორმაცია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების, ასევე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად. ეროვნული მუზეუმი ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას მუდმივად აახლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და ვადების დაცვით.

* 2016 წელს აღინიშნება ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250 წლის იუბილე. ინფორმაციაზე წვდომის კანონმდებლობა მსოფლიოში პირველად 250 წლის წინ შვედეთმა და ფინეთმა მიიღეს. ასევე, 2016 წლის 28 სექტემბერს იუნესკო პირველად აღნიშნავს ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს. #AccesstoInfoDay#RightToKnowDay