მიმდინარე ღონისძიებები

15 მარტი 2017

არქეოლოგიური ოთხშაბათობები 2017

2017 წლის 15 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი და მუზეუმის არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო საბჭო გიწვევთ გაფართოებულ სხდომა-კონფერენციებზე - ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები".         
28 სექტემბერი 2016

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად საქართველოში. მუზეუმი დაჯილდოვდა 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ღონისძიება 28 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის მუზეუმს უკვე მესამე წელია გადაეცემა. 
11 აპრილი 2016

სვანეთის მუზეუმი ნომინირებულია სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

ევროპის ,,2016 წლის მუზეუმის” დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის 9 აპრილს ტოლოზასა და სან სებასტიანში (ესპანეთი) გაიმართა. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ფორუმის მიერ წარდგენილი იყო ნომინაციაში: „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.
15 დეკემბერი 2015

ბორდოში არსებული ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობა

2015 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ბორდოში ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საფრანგეთის ქალაქ ბორდოში არსებულ ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდს შორის. 
24 ივნისი 2015

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ჯილდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

2015 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაჯილდოვდა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მიერ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო განათლების კლუბებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.