18 მაისი ◆ მუზეუმის საერთაშორისო დღე

18 მაისი 2019 - 18 მაისი 2019
Share

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა! 


1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და კიდევ მრავალი სხვადასხვა აქტივობა. 

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა ტრადიციულად თავისუფალია!

ჩვენი მუზეუმები: https://bit.ly/2k4BAWN

ეროვნულ მუზეუმში განსაკუთრებით ველოდებით ჩვენს მთავარ ვიზიტორებს - ბავშვებს და სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ვთავაზობთ შემდეგ პროგრამას: 

10:00 - 17:00 - ექსკურსიები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ზონაში; გაცოცხლებული ისტორიები;
11:00 - საუბრები ეკოლოგიაზე;
12:00 - პრეისტორიული ტექნოლოგიები (ქვის იარაღების დამზადება);
13:00 - შემეცნებით-გასართობი თამაშები: „ტრადიციული შეჯიბრი მშვილდოსნობაში", „პირველყოფილი მონადირე";
13:00 - 17:00 - ხალხური რეწვის გაკვეთილები: ტრადიციული დურგლობა, ტრადიციული ქსოვა, ტრადიციული მეთუნეობა, ხეზე კვეთა. 

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა N1

ასევე გთავაზობთ: 

19:00 - კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენის გახსნა
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. N8

12:00 - სვანური ხალხური მუსიკის კონცერტი ფოლკლორული ჯგუფის „ჯგ’რაგიშ“-ის შესრულებით
მისამართი: სვანეთის მუზეუმი, მესტია, ა. იოსელიანის ქ.N7

უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება 
მისამართი: სვანეთის მუზეუმი, მესტია, ა. იოსელიანის ქ.N7

#მოდიმუზეუმში
#IMD2019 #MuseumDay2019 #მუზეუმისფესტივალი2019 #GNMuseumFest2019 #GNM

მუზეუმის ფესტივალის პროგრამა