მუზეუმის ფესტივალი ◆ ღამე მუზეუმში

18 მაისი 2019 - 18 მაისი 2019
Share

18 მაისს #მოდიღამემუზეუმში!

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ტრადიციულად უერთდება კამპანიას „ღამე მუზეუმში", რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში 21:00-დან 01:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.

*18 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.

ეროვნული მუზეუმის პროგრამა:

► ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 3

◆ 21:00 - 00:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;
◆ 21:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები მუზეუმის ფოიეში;
◆ 22:00 - 22:45 - ეზო - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიჭუნათა ანსამბლი „ალიონი" მანანა ფერაძის ხელმძღვანელობით;
◆ 23:00 - 00:00 - ეზო - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „მზიური" გურამ ჯაიანის ხელმძღვანელობით;
◆ 21:00 - 22:30 - ფოიე - 28-ე საჯარო სკოლის გუნდი „ბიჭები" არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით;
◆ 21:00 - 00:00 - კოსტიუმირებული პერფორმანსი და ფოტოსესია - „მითოლოგიური ღამე მუზეუმში".

► დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 11

◆ 21:00 - 01:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;
◆ 22:00 და 23:00 საათზე - ექსკურსია გიდის თანხლებით;
◆ 21:30 - 22:30 - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი "სი-მი" ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით;
◆ 22:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები.

► ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
მისამართი: სიონის ქ. N8

◆ 19:00 - კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენის გახსნა
◆ 21:00 - 01:00 - მუდმივი ექსპოზიციისა და დროებითი გამოფენების დათვალიერება;
◆ 21:00 - 22:30 - საგანმანათლებლო პროგრამა „მუზეუმი - ჯადოსნური სამყარო";
◆ 21:00-22:30 - ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი „ეგრისი" გიორგი ფილიშვილის ხელმძღვანელობით.

► ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ლ. ქიაჩელის ქ. N12

◆ 21:00 - 00:00 - მუზეუმის დათვალიერება;
◆ 21:00-22:30 - სამუსიკო სკოლა „მუსიკალური ათწლედი"-ის მოსწავლეები.

► სიღნაღის მუზეუმი
მისამართი: სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი N8

◆ 21:00 - 01:00 - მუზეუმის დათვალიერება;
◆ 21:00 - ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი;
◆ 21:15 - შემეცნებითი ვიქტორინა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ;
◆ 22:00 - პოეზიის საღამო.

► სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი
მისამართი: მესტია, ა. იოსელიანის ქ.N7

◆ 21:00-01:00 - მუზეუმის დათვალიერება;
◆ 21:00 - სვანური ხალხური სიმღერები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით;
◆ 21:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება;
◆ 22:00 - ქალაქური სიმღერების ანსამბლი „ირინოლა".

► სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი
მისამართი: ახალციხე, რაბათის ციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ. N1

◆ 21:00-01:00 - სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება;
◆ 21:00 - სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა - „მე და ფიროსმანი". 

„ღამე მუზეუმში" - სრული პროგრამა თბილისში
„ღამე მუზეუმში" - სრული პროგრამა რეგიონებში

◆ მუზეუმის ფესტივალის პროგრამა