გოგი ხოშტარიას ლექცია: „ლეონარდო და ვინჩის ისტორიული როლი რენესანსის ჩამოყალიბებასა და ევოლუციაში"

15 მარტი 2019 - 15 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი მულტიმედიური პროექტის ფარგლებში ლეონარდო - Opera Omnia | Leonardo Opera Omnia გთავაზობთ ლექციათა ციკლს ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის, გამომგონებლის, ინჟინერისა და მეცნიერის - ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

მომდევნო ლექციას გამართავს გოგი ხოშტარია: „ლეონარდო და ვინჩის ისტორიული როლი რენესანსის ჩამოყალიბებასა და ევოლუციაში".

ლექციის დრო: 15 მარტი, 16:00
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.