ედიშერ ჭელიძის ლექცია: „მცხეთა - ახალი იერუსალიმი"

11 დეკემბერი 2018 - 11 დეკემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის ედიშერ ჭელიძის საჯარო ლექციაზე „მცხეთა - ახალი იერუსალიმი".

მოხსენება შეეხება მცხეთის „ახალ იერუსალიმად" შერაცხვის თემას. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" უტყუარ ისტორიულ მონაცემებზე და უდიდესი საეკლესიო მოძღვრის, წმინდა კირილე ალექსანდრიელის საღვთო სწავლებაზე დაყრდნობით დასაბუთებულია, რომ მცხეთა „ახალ იერუსალიმად" შეირაცხა პირველი საუკუნიდანვე, მაცხოვრის ჯვარცმისთანავე და ამგვარად, შეირაცხა არა ისტორიული იერუსალიმისადმი ბაძვის გამო, არამედ,  იმ უაღმატებულესი ღვაწლის შესაბამისად, რაც ხსენებულმა ქალაქმა აღასრულა სწორედ მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს; იმ ჟამს,  როდესაც მცხეთა სრულიად გაემიჯნა იერუსალიმელ ღვთისმკვლელთა უკეთურ განაზრახს და ორი მოღვაწის, წმ. სიდონიას ღვთისსათნო დედის და თავად წმ. სიდონიას სახით, მოწამეობრივი ხვედრი იტვირთა ანუ იტვირთა და აღასრულა ჭეშმარიტი იერუსალიმობა, რაჟამს ბუნებით ღმერთად შეიცნო ჯვარცმული იესო და მასთან თანაჯვარცმულობით ძალისამებრ გამოისყიდა ის საზარელი დანაშაული - მოკვდინება სოფლის მაცხოვრისა, რაც იერუსალიმში იქნა ჩადენილი.

ლექციის დრო: 11 დეკემბერი, 2018, 16:00 საათი. 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფოტო არქივი.