ლექცია: „ქრისტიანული მხატვრობის სახვითი ენის თავისებურება"

16 ოქტომბერი 2018 - 16 ოქტომბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, მარიამ დიდებულიძის საჯარო ლექცია - „ქრისტიანული მხატვრობის სახვითი ენის თავისებურება". 

ლექცია ეძღვნება ქრისტიანული ფერწერის მხატვრული ენის სპეციფიკას - ნაჩვენები იქნება მისი ჩამოყალიბების ეტაპები, ის ამოცანები, რომელიც იდგა ქრისტიანული ხელოვნების ოსტატებისა და დამკვეთების წინაშე და განხილული იქნება ის მხატვრული საშუალებები, რომლებიც ამ ამოცანების შესაბამისი იყო. ლექციაზე გაკეთდება შედარება აღმოსავლეთ ქრისტიანული სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებსა და ანტიკურ-ელინისტური და რენესანსისა და შემდგომი ხანის ევროპული ხელოვნების ნიმუშებს შორის.

ლექციის დრო: 16 ოქტომბერი, 16:00 
მისამართი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. 1

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!