სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?"

25 ივნისი 2018 - 30 ივნისი 2018
Share

საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC),  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 25-30 ივნისს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს  სახელწოდებით: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – „Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?".

25-26 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 
დასაწყისი: 25 ივნისი, 10:00 საათი
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია 107

27-30 ივნისს მოეწყობა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებიქართულიინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევარები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

დეტალური პროგრამა