თეკლა იაშაღაშვილის ლექცია" ლუვრის ნარატივები - როგორ იქმნება ეროვნული იდენტობა მსოფლიო მუზეუმში"

21 სექტემბერი 2017 - 21 სექტემბერი 2017
Share

2017 წლის 21 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ კემბრიჯის მაგისტრანტის, თეკლა იაშაღაშვილის ლექციაზე ლუვრის ნარატივები - როგორ იქმნება ეროვნული იდენტობა მსოფლიო მუზეუმში".

ევროპული მუზეუმები დაარსების დღიდან ორმაგ ფუნქციას ასრულებდნენ. ისინი იყვნენ საგანმანათლებლო ცენტრები, და ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ეროვნული იდეოლოგიის მედიატორები. დღესდღეისობით მსოფლიო მუზეუმები ინარჩუნებენ ამ ორმაგ როლს, მიუხედავად მათი ოფიციალური მიზნისა  საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ და მიუკერძოებლად ისაუბრონ როგორც ეროვნულ, ისე უცხოური ცივილიზაციებსა და კულტურების მემკვიდრეობაზე.

 რა ნარატივები იქმნება მუზეუმებში ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე?  რა ტიპის იდენტობები ფორმირდება ამ ნარატივებით? შესაძლებელია თუ არა დღევანდელი მსოფლიო მუზეუმი იყოს იდეოლოგიურად ნეიტრალური, აბსოლუტურად ენციკლოპედიური დაწესებულება?
კვლევა შეისწავლის ლუვრის გალერეებში და ვებსაიტზე ხელმისაწვდომ საჯარო ტექსტებს და მუზეუმის სივრცულ განლაგებას, რისი საშუალებითაც შესაძლებელია განვსაზღვროთ, როგორ ასახავენ ლუვრის ნარატივები საფრანგეთის ადგილს თანამედროვე გლობალურ და ისტორიულ კონტექსტში.

 *თეკლა იაშაღაშვილმა 2013 წელს ჩააბარა Franklin & Marshall College-ში ამერიკაში. 2017 წელს მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი ორი განხრით - ბიზნესი და სოციოლოგია და მიიღო უილიამსონის მედალი, რომელიც გადაეცემა დამამთავრებელი კლასიდან ერთადერთ სტუდენტს კოლეჯის პროფესორატისგან უმაღლეს აკადემიური წარმატების, ხასიათის სიმტკიცისა და წარმატებული ლიდერობისთვის. ამასთან ერთად გადაეცა რამოდენიმე პრიზი ბიზნესის და სოციოლოგიის ფაკულტეტებისგან, ისევე როგორც კოლეჯის ადმინისტრაციისგან. ამავე წელს მან წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი სოციოლოგიაში ლუვრის ნარატივებზე და მუზეუმში შექმნილ ეროვნულ იდენტობაზე .

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1