ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე"

25 მაისი 2017 - 25 მაისი 2017
Share

2017 წლის 25 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე".

მოხსენებაში მოკლედ იქნება მიმოხილული Homo-ს გვარის წარმოშობის, განვითარების, კულტურისა და გავრცელების ისტორია, თანმდევი ეკოლოგიური პროცესები უკანასკნელი 2 მლნ. წლის მანძილზე, ასევე თანამედროვე ანთროპოლოგიაში მიმდინარე დებატები და Homo-ს გვარის ევოლუციის მოდელები.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 3