ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი

29 აპრილი 2017 - 30 აპრილი 2017
Share

2017 წლის 29-30 აპრილს, საქართველო-არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ეკვადორის, კუბის, გვატემალას, ჰონდურასის, მექსიკის, იამაიკისა და პანამის კინოფილმები.

კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია!

ფილმების ჩვენება გაიმართება ორიგინალ ენებზე ინგლისური სუბტიტრებით.

29 აპრილი:

არგენტინა:Chinese Take-Away" / „ჩინური ზღაპარი" რეჟ: სებასტიან ბორენსტეინი; ხანგრძლივობა: 93 წუთი. დასაწყისი: 11:00 სთ;

კოლუმბია:The Wind Journey" / „ქარის მოგზაურობა" რეჟ: სირო გუერა; ხანგრძლივობა: 117 წუთი. დასაწყისი: 13:00 სთ;

ეკვადორი:The Dirty Game" / „ბინძური თამაში" რეჟ: ფრანკ ბონილა; ხანგრძლივობა: 60 წუთი. დასაწყისი: 15:00 სთ;

კუბა:Dancing with Margot" / „ცეკვა მარგოსთან" რეჟ: არტურო სანტანა; ხანგრძლივობა: 105 წუთი. დასაწყისი: 17:00 სთ;

გვატემალა:Where the Sun was Born" / „იქ სადაც დაიბადა მზე" რეჟ: ელიას ხიმენესი; ხანგრძლივობა: 84 წუთი. დასაწყისი: 19:00 სთ.

30 აპრილი:

ბრაზილია: The House of Sand" / „ქვიშის სახლი" რეჟ: ფერნანდო მოლნარი; ხანგრძლივობა: 76 წუთი. დასაწყისი: 11:00 სთ;

ჰონდურასი:Eleven Cipots" / „თერთმეტი მოზარდი" რეჟ: ტომას ჩი; ხანგრძლივობა: 76 წუთი. დასაწყისი: 13:00 სთ;

მექსიკა:The Dream Mara Akam" / „მარა აკამის ოცნება" რეჟ: ფედერიკო სეჩეტი: ხანგრძლივობა: 90 წუთი დასაწყისი: 15:00 სთ;

პანამა:Get Out if you Can" / „გაიქეცი, თუ შეგიძლია" რეჟ: რიკარგო აგილარ ნავარო, მანუელ როდრიგესი ; ხანგრძლივობა: 97 წუთი. დასაწყისი: 17:00 სთ;

იამაიკა:The Songs of Redemption" / „მონანიების სიმღერა" რეჟ: მიკელ გალოფრე, ამანდა სანდსი; ხანგრძლივობა: 78 წუთი. დასაწყისი: 19:00 სთ.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა.ფურცელაძის ქ. 1