ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2016 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

”სამხრეთ კავკასია და ეგეოსური სამყარო”

კრებული გამოიცა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და იტალიის სამეცნიერო კვლევების ფონდის ერთობლივი პროექტის გარგლებში.სიმპოზიუმზე "სამხრეთ კავკასია და ეგეოსური სამყარო" არქეოლოგიური მასალაზე დაყრდნობით განხილულია სამხრეთ კავკასიისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობის საკითხები. კრებულის მიზანს წარმოადგენს სიმპოზიუმზე წარდგენილი მოხსენებები გააცნოს ფართო საზოგადოებას. 

 

 

2016 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

იბერია-კოლხეთი N 12

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-12 ნომერი. (მთ. რედაქტორი გელა გამყრელიძე).

2016 წელი
პერიოდიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის წინამდებარე ტომი წარმოადგენს საქართველოს მუზეუმის მოამბის (1920-1935 წწ), საქარ-თველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია - B, 1936-1944 წწ) და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია - B, 1947-2004 წწ) ტრადიციული, სერიული გამოცემების გაგრძელებას - საზოგადოებრივი მეცნიერების მიმართულებით.  

2015 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

მარაო

წიგნში საუბარია მარაოებზე, რომლებიც ყოველ ეპოქაში ნებისმიერი სოციალური წარმომავლობის მანდილოსნისათვის წარმოადგენდა ყველაზე სათაყვანებელ, სასიამოვნო, მისაღებ აქსესუარსა და ასახავდა შესაბამის ისტორიულ ვითარებას. წიგნში მოთხრობილია სხვადასხვა ქვეყნის, მასალისა და მოხატულობის მარაოების შექმნის ისტორია, განვითარების საფეხურები. ასევე, საუბარია მემორიალური მარაოების მფლობელ ცნობილ პიროვნებებზე. ავტორი თემურ შარიქაძე.