ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2015 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა

წინამდებარე წიგნი, რომელიც მომზადდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და  ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს (Riksantikvaren) შორის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, წარმოადგენს 2012 წელს ამავე სახელწოდებით გამოცემული სახელმღვანელოს მეორე, განახლებულ რედაქციას. თავდაპირველად, პროექტის განხორციელება დაიწყო ეროვნული მუზეუმისა და იუნესკოს მიერ, რომელიც დასაწყისიდანვე ფინანსდებოდა ნორვეგიის მთავრობისაგან და რომლის განხორციელებაშიც, ნორვეგიის  მხრიდან, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშ მუზეუმმა და მისმა შვილობილმა დაწესებულებამ - ნორვეგიის რეწვის ინსტიტუტმა. 

2014 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ინგლისურენოვანი გამოცემების კატალოგი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკა საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკათაგან ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან აქ დაცულია მრავალი ძველი, უნიკალური წიგნი თუ პერიოდული გამოცემა. მათი თავმოყრა და აქ დაუნჯება ბიბლიოთეკის არაერთი თაობის თანამშრომელთა შრომის შედეგია.