ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2015 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

ქართული მეტალურგიის სათავეებთან

ავტორი გივი ინანიშვილი.
(რედაქტორი გელა  გამყრელიძე).

ნაშრომში განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი, კომპლექსურად შესწავლილი მეტალურგიული წარმოების ძეგლები, რომლებიც ქართველთა წინაპარი მოდგმის, თუბალ კაინთა - „კვერით ხუროთა, რკინისა და რვალის მჭედელთა" მრავალსაუკუნოვან მატიანეს უკავშირდება და მათი შემოქმედების ნაკვალევს დღემდე ინახავს.

2013 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

„ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ერთობლივი წიგნი - "ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი" (740გვ.; თბ. 2013), რომლის შექმნაზეც მეცნიერები 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ლექსიკონი შედგება წინასიტყვაობის, საძიებელს, ანბანზე დალაგებული სტატიების, ბიბლიოგრაფიისა და შემოკლებათა განმარტებებისაგან.