ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2015 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

მარაო

წიგნში საუბარია მარაოებზე, რომლებიც ყოველ ეპოქაში ნებისმიერი სოციალური წარმომავლობის მანდილოსნისათვის წარმოადგენდა ყველაზე სათაყვანებელ, სასიამოვნო, მისაღებ აქსესუარსა და ასახავდა შესაბამის ისტორიულ ვითარებას. წიგნში მოთხრობილია სხვადასხვა ქვეყნის, მასალისა და მოხატულობის მარაოების შექმნის ისტორია, განვითარების საფეხურები. ასევე, საუბარია მემორიალური მარაოების მფლობელ ცნობილ პიროვნებებზე. ავტორი თემურ შარიქაძე.   

2015 წელი
პერიოდიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის წინამდებარე ტომი წარმოადგენს საქართველოს მუზეუმის მოამბის (1920-1935 წწ), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია - B, 1936-1944 წწ) და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია B, 1947-2004 წწ) ტრადიციული, სერიული გამოცემების გაგრძელებას - საზოგადოებრივი მეცნიერების მიმართულებით. 

2015 წელი
პერიოდიკა

ჟურნალი - მუზეუმი

მუზეუმის ჟურნალის ამ ნომერში წარმოდგენილია ჩვენი დაწესებულებისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება. გარდა იმისა, რომ თქვენ საშუალება გაქვთ, წაიკითხოთ სტატიები ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ნაქარგობის, მხატვრობისა თუ არქეოლოგიური მასალის შესახებ, გთავაზობთ გაიცნოთ ისეთი განსაკუთრებული ადამიანები, როგორებიც არიან ცნობილი მეცნიერი, ჩვენი ქვეყნისა და მუზეუმის დიდი მეგობარი რიდ ფერინგი და სახელგანთქმული მოგზაური ტიმ სევერინი.