ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2013 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

ბროშურა–საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ბროშურაში გაეცნობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ მუზეუმებსა და სამეცნიერო ცენტრებს, რესტავრაცია–კონსერვაციის ცენტრისა და ხელოვნების ნიმუშთა საცავის შექმნის გეგმას და  საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო გამოფენებსა და საგანმანათლებლო პროექტებს. 

2010 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში

წიგნში შევიდა ის სამეცნიერო სტატიები, რომლებშიც აისახა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთკავკასიური მილსადენების მშენებლობისას ე.წ. გადარჩენითი არქეოლოგიური პროგრამის ფარგლებში ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენები. ეს არქეოლოგიური სამუშაოები 2000-05 წლებში განახორციელა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა.