ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2014 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

საქართველოს რომაული პერიოდის არქეოლოგია

თბილისი, 2014 წელი. ავტორი გელა გამყრელიძე.
წიგნში, ძველი საქართველოს და რომის ურთიერთობის არქეოლოგია-ისტორიის საკითხებია განხილული. კერძოდ, იბერია-კოლხეთში რომანიზაციის გლობალისტური პროცესის მიმდინარეობის საკითხი და სხვა.  

2008 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

ჟურნალი - ,,აია

არქეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით გელა  გამყრელიძის სამეცნიერო რედაქტორობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაარსდა და გამოიცემა სამეცნიერო-პოპულარული, სერიული ალმანახი “აია”(არქეოლოგია), რომელიც ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.