ჩინური ჭურჭლის კატალოგი

წელი: 2018
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

ჩინური ჭურჭლის კატალოგი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული ფაიფურის კოლექციის მიხედვით. ავტორი: მარინე ბოკუჩავა / საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2017

 

სამეცნიერო კატალოგის გამოსაცემად მომზადება ეფუძნება სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების ყოვლისმომცველ მონოგრაფიულ შესწავლას და მათ საკატალოგო აღწერას. ეს არის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი.

 

კატალოგში განხილულია ჩინური ფაიფურის უნიკალური კოლექცია, რომელიც დაცულია ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (სულ 200-მდე ნივთი). კატალოგიზაცია არის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობა სამუზეუმო-სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. სწორედ კატალოგი იძლევა ყველაზე სრულ ინფორმაციას მუზეუმის ამა თუ იმ ექსპონატის ან კოლექციის შესახებ.

 

ნაშრომი შედგება საილუსტრაციო და ტექსტური ნაწილებისაგან. მასში ილუსტრაციების სახით წარმოდგენილია ფაიფურის ფონდის 95 ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩინური ფაიფურის ნივთის ამსახველი ფოტო, შესაბამისი ვრცელი აღწერილობებით, სადაც თითოეული ექსპონატი დათარიღებულია (შეძლებისდაგვარად) ფაიფურის კეცის, მოხატულობის შინაარსის, ფორმის, ფერისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით.

 

ნაშრომს ახლავს დამოუკიდებელი ტექსტური ნაწილი, რომელიც მოგვითხრობს საქართველოში ჩინური ფაიფურის შემოტანისა და მოხმარების ისტორიულად და არქეოლოგიურად დადასტურებული ფაქტების შესახებ, გვამცნობს, თუ რა გზით შემოვიდა ფაიფურის ესა თუ ის ნივთი მუზეუმში.

 

კატალოგის ელექტრონული ვერსია