იბერია - კოლხეთი №13

წელი: 2017
პუბლიკაციის ტიპი: პერიოდიკა
აღწერა:

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის ,,იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-13 ნომერი (რედაქტორი - გელა გამყრელიძე).

 

ჟურნალში გაეცნობით უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის სადისკუსიო საკითხებს. მასში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: არტეფაქტები სოფ. ლეღვნიდან; აღმოსავლეთ საქართველოს ძვ.წ. VII - ახ.წ. VII საუკუნეების კერამიკა; იბერია-კოლხეთი დიადოქოსების ხანაში; გლიპტიკის ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან; ხუნწის ციხე; ანტიკური ხანის მასალა კასპის მუზეუმიდან; გვიანანტიკური ხანის მდიდრული სამარხები სოფ. ოკამიდან; დიონისურ სიუჟეტიანი წითელფიგურული კრატერი; ძვლის ბუნიკი თრელის ნამოსახლარიდან. რეცენზია: ალიკ გაბელია - აფხაზეთი წინარეანტიკურ და ანტიკურ  ეპოქაში და სხვა. აქვე გაეცნობით სტატიებს ინგლისურ ენაზე.

 

ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: იბერია-კოლხეთი, 2017 №13.pdf

 

1. ელ-რესურსი (pdf)-გელა გამყრელიძე 
2. ელ-რესურსი (pdf)-გელა გამყრელიძე