საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე

წელი: 2016
პუბლიკაციის ტიპი: პერიოდიკა
აღწერა:

რედაქტორი: ზურაბ თვალჭრელიძე 

ქართული - ინგლისური

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის წინამდებარე ტომი წარმოადგენს საქართველოს მუზეუმის მოამბის (1920-1935 წწ), საქარ-თველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია - B, 1936-1944 წწ) და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია - B, 1947-2004 წწ) ტრადიციული, სერიული გამოცემების გაგრძელებას - საზოგადოებრივი მეცნიერების მიმართულებით.

 

ტომში წარმოდგენილია ნაშრომები ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, გლიპტიკის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, ხელოვნების ისტორიისა და სამუზეუმო საქმის შესახებ, რომლებშიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული. ტომს ერთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2016 წლის ქრონიკა.