ჟურნალი „მუზეუმი”

წელი: 2016
პუბლიკაციის ტიპი: პერიოდიკა
აღწერა:

ჟურნალ „მუზეუმის" მეოთხე ნომერში იხილავთ ინტერვიუს ცნობილ პალეოანთროპო­ლოგთან, დონ ჯოჰანსონთან. მის მიერ ეთიოპიაში ავსტრალოპითეკ „ლუსის" აღმოჩენამ უდიდესი გავლენა მოახდინა პალეოანთროპოლოგიის განვითარება­ზე და დიდი როლი შეასრულა ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაციაში. ჯო­ჰანსონის სამეცნიერო–­პოპულარულმა წიგნმა ბევრს – მათ შორის მეც – გადა­აწყვეტინა პალეოანთროპოლოგი გა­მოსულიყო. 

 

ისტორიის რუბრიკაში ლეგენდარული არქეოლოგის, ბორის კუფტინის შესახებ ასევე ცოცხალი ლეგენდა, აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე მოგითხრობთ. ამავე ნომერში წარმოგიდგენთ სტატიებს ჩემი საავტორო რუბრიკიდან, რომელიც National Geographic საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და სამუზეუმო ექსპონატებით მკითხველს საინტერესო ამბებს მოუთხრობს როგორც თავად არტეფაქტის, ასევე, მისი ეპოქისა და კვლევის მეთოდების შესახებ.

 

ჟურნალში განხილული იქნება ავან­გარდის გამოფენაც. ეს გამოფენა დასტურია იმისა, რომ თბილისი ნამდვილად იყო ხელოვნების დედაქალაქი და მაგალითია მომავალი თაობებისთვის - დიდი ხელოვნება მხო­ლოდ დიდ ქვეყნებში არ იქმნება. დაბოლოს, ამავე ნომერში შეძლებთ გაეცნოთ ინტერვიუს მუზეუმის მეგობარ­თან, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორთან, შტეფან ვაკვიცთან. სწო­რედ მისი დამსახურებაა, რომ გოეთეს ინ­სტიტუტის საქმიანობა საქართველოში არ შემოიფარგლება მხოლოდ გერამანული ენისა და კულტურის გავრცელებით. ეს და­ წესებულება რეალურადაა ორიენტირებუ­ლი მეცნიერული ცოდნის გადაცემასა და კრეატიული აზროვნების განვითარებაზე. 

 

 

დავით ლორთქიფანიძე

 

 

ჟურნალი „მუზეუმი", 2016.pdf