იბერია-კოლხეთი N 12

წელი: 2016
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-12 ნომერი. (მთ. რედაქტორი გელა გამყრელიძე).

 

ჟურნალში განხილულია ინფორმაცია უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის  სადისკუსიო საკითხები. მასში  წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: არქიტექტურისა და მშენებლობის შესახებ ძველ საქართველოში; პინცეტი საქართველოს არქეოლოგიური არტეფაქტებიდან; ჯავახეთში, სოფ. პატარა გონდრიოსთან ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები; გლიპტიკური ნაწარმი ქუშანაანთგორის სამაროვნის N1 სამარხიდან; ზემო იმერეთი ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში; არიმასპი პელიკეზე; მცხეთაში აღმოჩენილი ერთი გემის განსაზღვრისათვის; ძევრის არქეოლოგიური ძეგლები; ახლადაღმოჩენილი სამარხები ვანიდან; დედოფლის გორაზე აღმოჩენილი არტეფაქტების რესტავრაცია და კვლევა და სხვ. 

 

ჟურნალი შეგიძლიათ შეიძინოთ ეროვნული მუზეუმის წიგნების მაღაზიაში.

 

ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე:  

 

იბერია-კოლხეთი, 2016_N12.pdf

გელა გამყრელიძის ნაშრომები (pdf)