მარაო

წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ისტორიული მნიშვნელობისა და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე კოლექციებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს - მარაოებს, რომლებიც ყოველ ეპოქაში ნებისმიერი სოციალური წარმომავლობის მანდილოსნისათვის წარმოადგენდა ყველაზე სათაყვანებელ, სასიამოვნო, მისაღებ აქსესუარს და ასახავდა შესაბამის ისტორიულ ვითარებას. წიგნში მოთხრობილია სხვადასხვა ქვეყნის, მასალისა და მოხატულობის მარაოების შექმნის ისტორია, განვითარების საფეხურები. ასევე, საუბარია მემორიალური მარაოების მფლობელ ცნობილ პიროვნებებზე. ავტორი თემურ შარიქაძე.     

 

 

დოკუმენტი: მარაო. ავტორი თემურ შარიქაძე