საქართველოს ეროვნული მუზეუმის

წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: პერიოდიკა
აღწერა:

რედაქტორი - ზურაბ თვალჭრელიძე

ISSN 1512-1895

ქართული-ინგლისური

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის წინამდებარე ტომი წარმოადგენს საქართველოს მუზეუმის მოამბის (1920-1935 წწ), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია - B, 1936-1944 წწ) და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია B, 1947-2004 წწ) ტრადიციული, სერიული გამოცემების გაგრძელებას - საზოგადოებრივი მეცნიერების მიმართულებით.

 

ტომში წარმოდგენილია ნაშრომები ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, გლიპტიკის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, ხელოვნების ისტორიისა და სამუზეომო საქმის შესახებ, რომლებშიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული. ტომს ერთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2014 წლის ქრონიკა.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის წინამდებარე ტომი ეძღვნება აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 100 წლისთავს