ჟურნალი - მუზეუმი

წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: პერიოდიკა
აღწერა:

მუზეუმის ჟურნალის ამ ნომერში წარმოდგენილია ჩვენი დაწესებულებისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება. გარდა იმისა, რომ თქვენ საშუალება გაქვთ, წაიკითხოთ სტატიები ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ნაქარგობის, მხატვრობისა თუ არქეოლოგიური მასალის შესახებ, გთავაზობთ გაიცნოთ ისეთი განსაკუთრებული ადამიანები, როგორებიც არიან ცნობილი მეცნიერი, ჩვენი ქვეყნისა და მუზეუმის დიდი მეგობარი რიდ ფერინგი და სახელგანთქმული მოგზაური ტიმ სევერინი.

ტიმ სევერინის მსგავსად ქართველი მეცნიერის, ერმილე მაღრაძის ექსპერიმენტიც მითისა და რეალობის დაახლოების მცდელობას წარმოადგენს. მისი მრავალწლიანი ექსპერიმენტული კვლევა ადასტურებს, რომ ქართული ოქრომჭედლობის ტექნოლოგია ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს და ეხმიანება მითს ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ. მისი ექსპერიმენტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი პატარა ქვეყანაში დიდი დანახარჯების გარეშე ემსახურო ნამდვილ მეცნიერებას და გააკეთო მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები.

ჟურნალის ამ ნომერში, ასევე მოგითხრობთ ჩვენი კავშირების შესახებაც - მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, უკრაინისა და აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმები, ეგვიპტის მუზეუმები, ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული მუზეუმები მარტვილსა და ცაგერში ჩვენს უმნიშნვნელოვანეს პარტნიოერბს წარმოადგენენ.

 

საგანმანათლებლო საქმიანობა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი პროგრამები იქმნება ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებისთვის. ჩვენს ჟურნალში რამდენიმე წარმატებულ საგანმანათლებლო პროექტსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

აღნიშნული ნომერი წარსულისა და თანამედროვეობის სინთეზის წარმოჩენის ჩვენეული მცდელობაა. 

 

 

დოკუმენტი: ჟურნალი ,,მუზეუმი", გამოცემა N3